საგვარეულო სიმბოლოები
ამაღლების ხატი
ავტ: გვარის წარმომადგენლები
შემსრულებელი: საპატრიარქოს ხატმწერი გიორგი ზაქაიძე
ავტ: გვარის წარმომადგენლები
შემსრულებელი: საპატრიარქოს ხატმწერი გიორგი ზაქაიძე
ტექსტის ავტორი: ნანა მომცელიძე
მუსიკა: ნანა კიკვაძე
ასრულებენ: რეზო ამაღლობელის ოჯახი - (რეზო, ნინო, პაატა)
საგვარეულო კვლევებისა და ცალკეულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ გვარი ,,ამაღლობელი’’ თავდაპირველი სახით ,,ამაღლებელი’’ პირველად ისტორიული ცნობებით გვხდება XVI საუკუნის ბოლოდან იმერეთის რეგიონში, კერძოდ სამტრედიის რაიონში - დაფნარი, ოფეთი, გომმუხაყრუა. ცოტა მოგვიანებით XVII-XVIII მეთვრამეტე საუკუნიდან კი ზემო აჭარაში, გურიასა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ლოკაციებზე.
ისტორიული კვლევების თანახმად გვარი ,,ამაღლობელი’’(ამაღლებელი) ტოპონიმური ტიპის გვარია, (,,ქართული გვარ-სახელები'', ავტ. იაკობ ახუაშვილი) მისი ფუძე საცხოვრისი ადგილის სახელწოდებიდანაა: ფუძე ,,ამაღლება’’, ხოლო სუფიქსი ,,ელ’’ სადაურობის მანიშნებელი, რომელიც ხშირად გვხდება ქართულ გვარებში.
ერთერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც აღწერილი აქვს თავის წიგნში ცუგო ამაღლობელს, ჩვენი გვარი ქრისტიანობასთან ასოცირდება - ღმერთს დაულოცავს ჩვენი წინაპარი ,,ამაღლდიო’’ და აქედან შეგვერქვა ამაღლობელიო. ცალკეულ წყაროებში ასევე გვხდება მოსაზრება რომ ამაღლობელთა გვარი ზემო აჭარიდან, კერძოდ შუახევის რაიონიდან - სოფელ ჭვანადან XVI საუკუნეში თურქთა შემოსევისას გამაჰმადიანებას გამორიდებია და დაფნარში დასახლებულა, მაგრამ ამ ვერსიის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს. ასევე ერთერთი ვერსიით ჭვანაში მცხოვრები ამაღლობელი თავდაპირველად ვანიდან გადასულა იქ საცხოვრებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ თავდაპირველად ამაღლობელთა გვარის მატარებელნი იმერეთის რეგიონში სახლობდა.
ამაღლობელთა გვარი იმერეთში აზნაურებს წარმოადგენდა: (,,ქართული გვარსახელები იმერეთში'', ავტ. მერაბ კეზევაძე) ვანის განშტოება - სათავადო აზნაურები; გეგუთის შტო - საეკლესიო აზნაურები; ოფეთი, მუხაყრუა, საჯავახო - სახელმწიფო აზნაურები. XVIII საუკუნეში აგებული წმინდა გიოეგის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობს გომმუხაყრუაში არაერთ საეკლესიო ჩანაწერშია ნახსენები ამაღლობელთა გვარი (ეროვნული არქივი). ამავე ეკლესიის მღვდელი იყო საქართველოს კათალიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის (1932-1952წწ) მამა მიხეილ ცინცაძე, რომლის ოჯახი ტობანიერიდან სწორედ აქ გადმოსახლდა (ოფეთი მტერჩვეული). უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ აღნიშნულ დასახლებებში ამაღლობელთა რაოდენობა სრულ უმრავლესობას შეადგენდა დიდი ხნის განმავლობაში და ესეც ერთერთი მტკიცებულებაა იმის რომ ამაღლობელთა გვარის წარმოშობა და თავდაპირველი გავრცელება აქედან უნდა იყოს - ოფეთი, დაფნარი, გომმუხაყრუა.
დღეისათვის ამაღლობელთა გვარი დაახლოებით ცხრაასამდე წევრს ითვლის, რომელთა უმრავლესობა სახლობს იმერეთში, აჭარაში და თბილისში, ასევე მცირე რაოდენობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და საზღვარგარეთ.
2023წ. დეკემბრიდან საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის გურამ ამაღლობელის ინიციატივით აქტიურად დაიწყო შეხვედრები ზემო აჭარისა და გომის თემში მცხოვრები ამაღლობელთა დაახლოებისთვის. შედგა არაერთი შეხვედრა გომში, ჭვანაში, შეიქმნა საგვარეულო კავშირი და დაიწყო აქტიური მუშაობა გვარის დალოცვისთვის, საგვარეულო დროშის, საგვარეულო ნიშნის (გერბი), ხატის შესაქმნელად. ასევე საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ამაღლობლების დაახლოების მიზნით.
2024წლის 11 თებერვალს კანონიკური წესების სრული დაცვით სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ დალოცვილ იქნა ჩვენი გვარი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მცხოვრები ამაღლობელები, ამავე წლის 24 თებერვალს გომში ჩატარდა საგვარეულო შეხვედრა, რომელსაც ორასზე მეტი ჩვენი გვარის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ არაერთი შეხვედრა გაიმართა ჭვანაში, ბათუმში, თბილისში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი გვარის მთლიანობას და ცნობადობას საქართველოს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ამაღლობელთა შორის.
11.02.2024წ. გვარის დალოცვის შემდგომ, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის მიერ გაცემულ იქნა საგვარეულო სიგელი.
დაიბადა 1961 წლის 5 აგვისტოს, შუახევის რაიონი სოფ.ჭვანა.1978 დაამთავრა ჭვანის საშუალო სკოლა.1978-1982წ.წ. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტი, აგრო-მელიორატორის სპეციალობა. 1982 წელს მუშაობა დაიწყო შუახევის რაიონის სოფ.ჭვანის კოლმეურნეობაში,მთავარ აგრონომად.
1987 წელს აირჩიეს ჭვანის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ. მუშაობდა 1992 წლამდე.1992-2003წ.წ. მუშაობდა შუახევის საგადასახადო ინსპექციაში,ზონის ინსპექტორად. 2009-2012 წლეებში იყო შუახევის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე. ამჟამად ეწევა სოფლის მეურნეობის სამუშაოებს სოფ.ჭვანაში. ორჯერ არის არჩეული სოფ.ჭვანის საბჭოს დეპუტატად. ყავს მეუღლე და 2 შვილი.
საგვარეულო კავშირის წევრები:
- მამუკა ამაღლობელი (გომი);
- დავით ამაღლობელი (სამტრედია);
- გიორგი ამაღლობელი (ქუთაისი);
- არჩილ ამაღლობელი (ჭვანა);
- ზაირა ამაღლობელი (თბილისი, გომი);
- მზია ამაღლობელი (თბილისი, გომი);
- რუსიკო ამაღლობელი (თბილისი, გომი);
- ნოდარ ამაღლობელი (თბილისი);
- დავით ამაღლობელი (გეგუთი);
- დავით ამაღლობელი (ბათუმი);
- ნუგზარ ამაღლობელი (ბათუმი);
- ნუგზარ ამაღლობელი (ჭვანა);
- ნუგზარ ამაღლობელი (ნაღვარევი ბათუმი);
- სოფო ამაღლობელი (თბილისი);
- დემეტრე დემნა ამაღლობელი (გეგუთი ესპანეთი);
- ლია ამაღლობელი (დაფნარი);
- ავთანდილ ამაღლობელი (აბაშა ოფეთი);
- მალვინა ამაღლობელი იტალია (ქუთაისი);
- ნანა ამაღლობელი ამერიკა (გომი).
- მიხეილ ამაღლობელი (გომი)